კახა კალაძე - გული მწყდება, რომ „დაიცავი საქართველოს“ შეკრებაზე დავინახე ის ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძოდნენ
გული მწყდება, რომ 13 აპრილს მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ შეკრებაზე დავინახე ის ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძოდნენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კახა კალაძე აცხადებს, რომ წინასწარ ვერ ისაუბრებს, თუ რა შეუძლია მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ან რისი გაკეთების სურვილი აქვს.
„გულდასაწყვეტია მათი დღევანდელი პოზიცია. თუმცა ვნახე ადამიანები, რომლებიც 2012 წლამდეც ჩართული იყვნენ პოლიტიკურ საქმიანობაში და შედეგი რა იყო, არაფერი. შესაბამისად, წინასწარ საუბარი გამიჭირდება, თუ რა შეუძლიათ და რისი გაკეთების სურვილი აქვთ. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რასაც დღეს ვხედავ არის ის, რაზეც პარტიის თავმჯდომარემ თავის წერილშიც ისაუბრა, ეს არის კონსოლიდაცია, ერთობა. ყველაზე მეტად რაც დღეს ქვეყანას სჭირდება ეს არის სიმშვიდე, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება. შესაბამისად, საჭიროა კონსოლიდაცია და არა დაყოფა“, – განაცხადა კახა კალაძემ.