გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალურ სვეტზე ელექტროსისტემა და განათების მოწყობილობები განახლდა.
განახლებული სვეტის ფოტოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ავრცელებს.
რეაბილიტაციის ფარგლებში მთლიანად შეიცვალა სანათები და ელექტროგაყვანილობა. სამუშაოები ჩატარდა ქვეყანაში მოქმედი სტანდარტებისა და ნორმების შესაბამისად.
48 მეტრი სიმაღლის მემორიალური სვეტი, რომელზეც საქართველოსთვის დაღუპულ გმირთა სახელები და გვარებია ამოტვიფრული, 2010 წელს აიგო.