კახა კალაძე - გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების რეაბილიტაცია 15 ივნისისთვის დასრულდება
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების რეაბილიტაცია 15 ივნისისთვის დასრულდება.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ორივე ქუჩაზე შეიცვალა მთლიანი კომუნიკაცია და ასევე დაიგო მოდიფიცირებული ასფალტი.
„ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე ახლა მიმდინარეობს ზედა ფენების მოწყობა და 15 ივნისისთვის ორივე ქუჩა იქნება დასრულებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შეიცვალა მთლიანი კომუნიკაცია და მიმდინარეობს საბოლოო სამუშაოები, იგება სპეციალურად მოდიფიცირებული ასფალტი, რომელიც გამოვიყენეთ გასულ წელს ბარათაშვილის აღმართზე, ჭავჭავაძის გამზირზე და გლდანშიც ვიყენებთ იგივე ხარისხის ასფალტს, რომელიც ძალიან მაღალი ხარისხის არის. 15 ივნისს სამუშაოები მთლიანად დასრულდება, გარდა ამისა, მოეწყობა ორკილომეტრიანი ფერდდამჭრრი ბეტონის ჯებირები, გაგანიერდა ტროტუარები“, – განაცხადა კახა კალაძემ.