კახა კალაძე - გიორგი მარგველაშვილის პიარგეგმაა, რომ რაღაც დაჩაგრულის მანტია მოირგოს
გიორგი მარგველაშვილის პიარგეგმაა, რომ უნდა რაღაც დაჩაგრულის მანტია მოირგოს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პიარგეგმები, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის გუნდში იხარშება, ძალიან მარტივია და საზოგადოებისთვის საინტერესო არ არის.
“მგონია, გიორგი მარგველაშვილის პიარგეგმაა, რომ უნდა რაღაც დაჩაგრულის მანტია მოირგოს. ჩვენ ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ. ჯერ ვისმენდით, რომ იმპიჩმენტი იგეგმებოდა. მე არ ვიცი ამ იმპიჩმენტს ვინ უწყობდა, ან ეს თემა საერთოდ რატომ წამოიწია, როცა უფლებამოსილების დასრულებამდე რამოდენიმე თვე დარჩა სრულიად გაუგებარია. პიარგეგმები, რომელიც მის გუნდში იხარშება ძალიან მარტივია და საზოგადოებისთვის საინტერესო არ არის. არ ვიცი, რა დანაშაულზეა საუბარი. თუ ამასთან დაკავშირებით რაიმე კითხვები არსებობს შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ”, – განაცხადა კახა კალაძემ.