კახა კალაძე - გიორგი გახარიას შანსებზე საუბარი გამიჭირდება, ყველაფერი დამოკიდებულია მოსახლეობაზე
გიორგი გახარიას შანსებზე საუბარი გამიჭირდება, ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძემ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას არჩევნებზე პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას შანსებთან დაკავშირებით.
„შანსებზე საუბარი გამიჭირდება. ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე. მოსახლეობა მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი კონკრეტული პოლიტიკოსი, თუ პარტია სად, როგორ გაიმარჯვებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე – მოახერხებს თუ არა გიორგი გახარია არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ხმების წაღებას, კალაძე პასუხობს: „ვერ გეტყვით“.