გიგი უგულავამ გამოსავალი იპოვა, მელია ჩაენაცვლება, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს ნიძლავი შესთავაზა. მისი განცხადებით, თუ მეათე მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მარტო იქნება საკანონმდებლო ორგანოში, კობახიძემ თავი უნდა გადაიპარსოს, თუ არადა, თავად გადაიპარსავს.