კახა კალაძე - ღია ბაზრებმა, რომლებიც ხვალიდან გაიხსნება, უსაფრთხოების მოთხოვნები მაქსიმალურად უნდა დაიცვან
კახა კალაძე - ღია ბაზრებმა, რომლებიც ხვალიდან გაიხსნება, უსაფრთხოების მოთხოვნები მაქსიმალურად უნდა დაიცვან

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ღია ბაზრებმა, რომლებიც ხვალიდან გაიხსნება, უსაფრთხოების თვალსაზრისით მოთხოვნები მაქსიმალურად უნდა დაიცვან და გაითვალისწინონ.

კითხვაზე, თბილისის მასშტაბით კონკრეტულად რომელ ღია ბაზრებზე იხსნება შეზღუდვა, კალაძე აცხადებს, რომ ამ საკითხს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წყვეტს.

„კონკრეტულად დასახელება გამიჭირდება, რადგან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიჰყავს კონკრეტულად ეს თემა, თუმცა მთავარი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და არ უნდა დაგვავიწყდეს, იმ გახსნის პირობებშიც მაქსიმალურად უნდა დავიცვათ და გავითვალისწინოთ მოთხოვნები, რომელიც არის უსაფრთხოების თვალსაზრისით. სოციალური დისტანცია, პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები. მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კალაძემ.