კახა კალაძე - გარკვეული ძალები ცდილობენ, დაშანტაჟებით ცვლილება მოხდეს საქართველოს ხელისუფლების პოზიციაში, შეინარჩუნოს მშვიდობა ქვეყანაში
კახა კალაძე - გარკვეული ძალები ცდილობენ, დაშანტაჟებით ცვლილება მოხდეს საქართველოს ხელისუფლების პოზიციაში, შეინარჩუნოს მშვიდობა ქვეყანაში

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე გამოეხმაურა რამდენიმე უცხოური მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებულ CS Victims-ის სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილი „კრედიტ სუისთან“ სამართლებრივ დავაში არსებულ პოლიტიკურ ზეწოლას ადასტურებს.

კახა კალაძის თქმით, ეს განცხადება კიდევ ერთი დასტურია, რომ თანხებთან დაკავშირებით ივანიშვილის დაშანტაჟება მიმდინარეობდა და მიმდინარეობს.

„ძალიან ბევრი განცხადება გაკეთდა ამასთან დაკავშირებით. ეს კიდევ ერთხელ დასტურია იმისა, რომ თანხებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟება მიმდინარეობდა და მიმდინარეობს. ხდება არაკანონიერი გადაწყვეტილებების მიღება და ყველაფერი მიუთითებს, რომ პოზიცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს – შეინარჩუნოს მშვიდობა, სიმშვიდე ქვეყანაში, გარკვეული ძალები ცდილობენ, დაშანტაჟებით გარკვეული ცვლილება მოხდეს. იფიქრეთ და მიხვდებით, ვის ვგულისხმობ. ვინ ითხოვდა მეორე ფრონტის გხსნას ქვეყანაში, ვინ მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას, ჩართულიყო ომში და გაეხსნა მეორე ფრონტი, შეხიდებოდა და ასე შემდეგ“, – განაცხადა კახა კალაძემ.