კახა კალაძე - გარკვეული ადამიანები არიან არა ჩვენი ქვეყნის, არამედ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მეგობრები, მათ არ სურთ ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებსა და მშვიდობაზე
თბილისის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გარკვეული ადამიანები არიან არა საქართველოს, არამედ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მეგობრები.
მისივე თქმით, მათ არ სურთ, ქვეყნის სათავეში იყოს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებსა და ქვეყნის განვითარებაზე, სიმშვიდის შენარჩუნებაზე.
„ამ რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს. ცხადია, გარკვეული ადამიანების დაჯგუფება, რომლებიც საუბრობენ, თითქოს ჩვენი ქვეყნის მეგობრები არიან, სინამდვილეში, არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მეგობრები. მათ არ სურთ, ქვეყნის სათავეში იყოს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის პატრიოტია, ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებსა და ქვეყნის განვითარებაზე. ზრუნავს, რომ იყოს მშვიდობა და შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ორი დღის წინ, საქართველოს შესახებ სვენ მიქსერის ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო.