კახა კალაძე - გამოწვევა ბევრია, ხელისუფლება კი, მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესების დაცვით
კახა კალაძე - გამოწვევა ბევრია, ხელისუფლება კი, მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესების დაცვით

ფრენებთან დაკავშირებით არაერთხელ ვისაუბრე. ეს იყო ცალმხრივად გაცემული სანქციები და ვიცით, რომ გადაწყვეტილება იქნა მიღებული მათი მხრიდან, რომ მოიხსნას აღნიშნული სანქციები. ასე რომ, ჩვენ აქ ვერაფერს  ვიზამთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა,  კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, ხელისუფლება მოქმედებს და მომავალშიც იმოქმედებს მხოლოდ ქვეყნის ინტერესების დაცვით.

„ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან. რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რაც მნიშვნელოვანია, რათა შევინარჩუნოთ მშვიდობა, რომ მოხდეს ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა. ჩვენ არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც დამაზიანებელი იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე დიდი დაკვეთა ჩვენი მოსახლეობის.

დღეს ჩვენ ვართ გამოწვევების წინაშე და ყველაზე მთავარი გამოწვევა, ნებისმიერი მოქალაქე რომ გააჩეროთ და ჰკითხოთ, გეტყვით, რომ არის ოკუპირებული ტერიტორიები. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება აღნიშნული პოლიტიკით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს დეოკუპაცია. ეს როგორ უნდა გავაკეთოთ? გონიერებით, მშვიდობითა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, – განაცხადა კახა კალაძემ.