კახა კალაძე - გამოვედით მდგომარეობიდან, როცა ერთი ადამიანის გემოვნებით ხორციელდებოდა ქვეყანაში პროექტები, დიზაინი, ოჯახების შექმნაც კი
„ქართულ ოცნებაში“ არანაირი დაპირისპირების ნიშნები არ არსებობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა არ და ვერ დაიშლება.
„გუნდში არის მსჯელობა, კონკრეტულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობაა და ეს ნორმალურია. ჩვენ გამოვედით იმ მდგომარეობიდან, როდესაც ერთ ადამიანზე იყო მორგებული ყველაფერი და ერთი ადამიანის გემოვნებით ხდებოდა ქვეყანაში პროექტების განხორციელება, დიზაინი, ოჯახების შექმნაც კი. ამ მდგომარეობიდან, მადლობა ღმერთს, გამოვედით, ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც იქნება დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დაფუძნებული“, – განაცხადა კახა კალაძემ