კახა კალაძე - გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია უმაღლეს დონეზე
კახა კალაძე - გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია უმაღლეს დონეზე

გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია უმაღლეს დონეზე, რასაც მე პირადად მივესალმები. დღეს პირიქით არის, ხელისუფლებას აბულინგებენ, ხელისუფლების წინააღმდეგ ხდება გარკვეული სიბინძურეების გამოყენება და არაერთი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია ამ მიმართულებით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლების 11-წლიანი პროგრესით საქართველოს მესამე ადგილზე დაწინაურებასთან დაკავშირებით ჰკითხეს.

თბილისის მერის თქმით, წინა ხელისუფლებასთან შედარებით, საქართველოს ახლანდელ ხელისუფლებას ამ მიმართულებით დიდი პროგრესი და რადიკალურად განსხვავებული ხელწერა აქვს.

„მნიშვნელოვანია და მივესალმები ამ ყველაფერს, რომ არიან ორგანიზაციები, რომლებიც რეალურად ხედავენ პროგრესს. ჩვენ გვახსოვს  წლები, მე არ მიყვარს წარსულში დაბრუნება და წარსულზე  საუბარი, თუმცა შედარებითვის მნიშცნელოვანია, გავიხსენოთ და ვისაუბროთ, რა ხდებოდა ქვეყანაში და შემდეგ პარალელი გავავლოთ, რა მდგომარეობა გვაქვს ამ მიმართულებით დღეს. რადიკალურად შეცვლილი და განსხვავებული სიტუაცია გვაქვს, რადიკალურად განსხვავებული ხელწერა აქვს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას და, რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ადამიანი და ადამიანის უფლებები. შეიძლება, ვიღაცას ჰქონდეს განსხვავებეული მოსაზრება, მაგრამ მას აქვს ამისი უფლება. ძალიან მიხარია, რომ აღნიშნული ორგანიზაციების მიერ სწორი შეფასებაა გაკეთებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციის, „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებული ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველოს წლიური შეფასება გაუმჯობესდა და შეფასების 100%-იანი სისტემით 90,3% დაიმსახურა.