კახა კალაძე - გამოძიება დაწყებულია და თუ საჭიროა ფარცხალაძის დაკითხვა, დაიკითხება
კახა კალაძე - გამოძიება დაწყებულია და თუ საჭიროა ფარცხალაძის დაკითხვა, დაიკითხება

გამოძიება დაწყებულია და თუ საჭიროა ფარცხალაძის დაკითხვა, დაიკითხება, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, „ომეგა-ჯგუფის“ საქმეზე უნდა დაიბარონ თუ არა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

„ამ თემასთან დაკავშირებით ბევრჯერ მომიწია განცხადების გაკეთება – კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ არსებობს რაიმე საჭიროება, რომ კონკრეტული ადამიანები იყვნენ დაკითხულნი, გამოძიება დაწყებულია და იმოქმედებს. თუ საჭიროა ფარცხალაძის დაკითხვა, დაიკითხება, თუ საჭიროა ვინმე სხვა კონკრეტული პირის დაკითხვა, დაიკითხება.

ჩემს პირად პოზიციას რაც შეეხება, საერთოდ, თემას არ ვიცნობ, საქმის დეტალები არ ვიცი. ამასთან, არც გამომძიებელი ვარ. მე ვარ ქალაქის არჩეული მერი, 51% მივიღე არჩევნებში და ვასრულებ ჩემს უფლება-მოვალეობას. ფარცხალაძეზე ერთადერთი შემიძლია გითხრათ – ის მერიაში არ მუშაობდა და არ მუშაობს“, – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.