კახა კალაძე - გამიხარდებოდა მეტი ინფორმაციის მიღება ეროვნული ბანკისგან, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა ლარის კურსი დასტაბილურდეს
მე გამიხარდებოდა მეტი ინფორმაციის მიღება ეროვნული ბანკისგან, თუ რა ღონისძიებები უნდა ჩატარდეს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა ლარის კურსი დასტაბილურდეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ლარის კურსთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია ძალიან ცუდი და მძიმეა, რაც სხვადასხვა ფაქტორმა განაპირობა.
„ეს არის აქციებთან დაკავშირებული მოვლენები, თუ როგორ განვითარდა, ეს არის ტურისტების შემცირებული ნაკადები, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში განვითარებული პროცესები, გარე ფაქტორები, ყველაფერი ეს ერთობლიობაში გვაძლევს შედეგს, რაც გვაქვს დღეს, რაც არის ძალიან ცუდი. მე გამიხარდებოდა მეტი ინფორმაციის მიღება ეროვნული ბანკისგან, თუ რა ღონისძიებები უნდა ჩატარდეს, რა ნაბიჯები უნდა იყოს გადაიდგას, რათა ლარის კურსი დასტაბილურდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.