კახა კალაძე - გამიხარდება, რაც მეტი პოლიტიკური პარტია შევა პარლამენტში, ეს იქნება ცივილიზებული
კახა კალაძე - გამიხარდება, რაც მეტი პოლიტიკური პარტია შევა პარლამენტში, ეს იქნება ცივილიზებული

გამიხარდება, რაც მეტი პოლიტიკური პარტია შევა პარლამენტში, ეს იქნება ცივილიზებული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით კითხვის პასუხად განუცხადა.

მისი თქმით, არანაირი უფლება არ აქვს, რომელიმე პარტიას მოუწოდოს ან მოსთხოვოს პარლამენტში შესვლა.

„ყველა პარტია თავად იღებს გადაწყვეტილებას, მე არანირი უფლება და საფუძველი არ მაქვს იმისა, რომ ვინმეს მოვუწოდო ან მოვთხოვო პარლამენტში შესვლა.

გამიხარდება, რაც მეტი პოლიტიკური პარტია შევა პარლამენტში, გააგრძელებს მუშაობას და ეს იქნება ცივილიზებული, როგორც განვითარებულ ქვეყნებში ხდება. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ წაადგება ჩვენს ქვეყანას და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა“, – განაცხადა კალაძემ.