კახა კალაძე - გაიშიფრა ყველაფერი, საზოგადოებამ იცის, რომელი პარტია ზრუნავს ქვეყნის განვითარებაზე, მშვიდობაზე და ვინ არის მოწადინებული, შემოიტანოს არეულობა, გაატაროს სხვა ქვეყნების ინტერესები
კახა კალაძე - გაიშიფრა ყველაფერი, საზოგადოებამ იცის, რომელი პარტია ზრუნავს ქვეყნის განვითარებაზე, მშვიდობაზე და ვინ არის მოწადინებული, შემოიტანოს არეულობა, გაატაროს სხვა ქვეყნების ინტერესები

საზოგადოებამ კარგად იცის და გამოიკვეთა, რომ „რუსული“ კანონით, რომელიც ამერიკაში წლებია, ძალიან წარმატებით მუშაობს, თანხის გადახდით შესაძლებელი ყოფილა მიღება რეზოლუციების, სადაც დიდი სიბინძურე, სიცრუე იყო მოცემული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომლითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „ბიძინა ივანიშვილთან ფორმალური კავშირი შეუშლის თუ არა ხელს ევროინტეგრაციას, როდესაც დასავლეთი მას ოლიგარქად მოიხსენიებს“.

კალაძის თქმით, ამ ყველაფრის მთავარი მიზანი იყო, საქართველოში როგორმე მოეხდინათ ხელისუფლების ცვლილება.

„ჩვენ ძალიან ღიად ვსაუბრობდით, არაფერს ვუმალავდით საზოგადოებას და ვიცით, რა იყო ამის მთავარი მიზანი, რომ ქვეყანაში რამენაირად მოეხდინათ ხელისუფლების ცვლილება. ყველა მეთოდს იყენებდნენ, ყველაფერზე მიდიოდნენ. გაიშიფრა ეს ყველაფერი. საზოგადოებამ იცის, ვინ რას წარმოადგენს, ვინ რას აკეთებს, ვინ, რომელი პოლიტიკური პარტია ზრუნავს ქვეყნის განვითარებაზე, მშვიდობის შენარჩუნებაზე და ვინ არის მოწადინებული, ქვეყანაში შემოიტანოს დაძაბულობა, არეულობა, გაატაროს სხვა ვინმე კონკრეტული ადამიანებისა და ქვეყნების ინტერესები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.