კახა კალაძე - გაძლევთ პირობას, საქართველო არასდროს დაბრუნდება წარსულში, მხოლოდ და მხოლოდ წინ, გამარჯვებებით, მშვიდობით ვიცხოვრებთ განვითარებულ, თავისუფალ საქართველოში
კახა კალაძე - გაძლევთ პირობას, საქართველო არასდროს დაბრუნდება წარსულში, მხოლოდ და მხოლოდ წინ, გამარჯვებებით, მშვიდობით ვიცხოვრებთ განვითარებულ, თავისუფალ საქართველოში

დღეს ვდგავართ იმ გამოწვევის წინაშე, როდესაც უნდა გადავრჩეთ, და უნდა გადავრჩეთ არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერად, იმ ღირებულებებით, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო, შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა და გავაგრძელოთ მშვიდობიანი განვითარება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ზუგდიდში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, საქართველო არასდროს დაბრუნდება წარსულში.

„ჩვენ, ყველას გვახსოვს, წლების წინ რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში, ფეხქვეშ იყო გათელილი ადამიანის ღირსება. გვახსოვს, როგორ უსწორდებოდნენ განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანებს. გვახსოვს, რა ხდებოდა ბიზნესმენების მიმართ, როგორ არეკეტებდნენ, ართმევდნენ ქონებას. გვახსოვს ქუჩაში დახვრეტილი ახალგაზრდები. გვახსოვს, რა ხდებოდა ციხეებში და ჩვენ, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გაძლევთ პირობას, რომ საქართველო არასდროს დაბრუნდება წარსულში. მხოლოდ და მხოლოდ წინ, გამარჯვებებით, მშვიდობით ვიცხოვრებთ დემოკრატიულ, განვითარებულ, თავისუფალ საქართველოში. რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნეს რეზოლუცია, სადაც ღიად საუბრობენ იმაზე, რასაც ადრე კულისებში გვეუბნებოდნენ და ხელების გადაგრეხით გვაშანტაჟებდნენ. თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ არ უთქვამთ აღნიშნულ რეზოლუციაში, გაბედეს მხოლოდ სანქციებზე საუბარი. გვახსოვს მოწოდებები, რასაც აჟღერებდნენ მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, სანქციებზე მიერთებასთან დაკავშირებით. ჩვენ რომ მაშინ შეცდომა დაგვეშვა და გადაგვედგა ნაბიჯი სანქციებზე მიერთებისკენ, ამით ვის დავაზარალებით? ისევ ქართულ სახელმწიფოს, ქართველ ხალხს, ეკონომიკას, მშრომელ ადამიანს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.