კახა კალაძე - გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ, ეს არის სწორი მიდგომა
დედაქალაქის მერის, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, გადასახადები უნდა გადაიხადოს ყველამ, იქნება ეს ფიზიკური, თუ იურიდიული პირი.
ამ კომენტარით კალაძე რამდენიმე ტელეკომპანიის ანგარიშებზე ინკასოს დადების საკითხს გამოეხმაურა.
„მიმაჩნია, რომ გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ, ეს არის სწორი მიდგომა. შესაბამისად, ყველას მოგვიწევს გადასახადების გადახდა, ეს იქნება ფიზიკური პირი, თუ იურიდიული“, – განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.
ფინანსთა სამინისტროს მიერ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ, „რუსთავი 2“-ს, „ტვ პირველსა“ და „კავკასიას“ პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული დავალიანების გადაუხდელობის გამო ინკასო დაედო.
ფინანსთა სამინისტრომ მედიასაშუალებები 23 დეკემბერს სპეციალური განცხადებით გააფრთხილა და ერთდღიანი ვადა მისცა, რათა 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაეფარათ.