კახა კალაძე - ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, იყო ორი პროვოკატორი, რომელსაც არეულობის შემოტანის მცდელობა ჰქონდა და არ გამოუვიდა
კახა კალაძე - ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, იყო ორი პროვოკატორი, რომელსაც არეულობის შემოტანის მცდელობა ჰქონდა და არ გამოუვიდა

არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. იყო ორი პროვოკატორი, რომელსაც ჰქონდა მცდელობა, არეულობა შემოეტანა და არ გამოუვიდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვარკეთილში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, შსს თუ ჩათვლის, რომ იქ იყო რაიმე ძალადობრივი ქმედება ან ვინმეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს.

„იყო ორი პროვოკატორი, რომელსაც ჰქონდა მცდელობა, არეულობა შემოეტანა და ჩაეშალა მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც იყო ახალი სარეკრეაციო ზონის პროექტის დასრულება. მათ ეს არ გამოუვიდათ. არანაირი ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა.

სარჩელის შეტანა მათი უფლებაა, შსს თუ ჩათვლის, რომ იქ იყო რაიმე ძალადობრივი ქმედება ან ვინმეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა მსგავსი ფაქტი არ ყოფილა.

სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, რადგან არ გამოუვიდა პროვოკაცია და მინდა, საჩუქრად გადავცე ამ პიროვნებას მაისური, რომელიც გამოადგება. საკმაოდ საინტერესოა. ორი მაისური გვაქვს ასეთი. ერთს გადავცემთ მას, მეორეს – მთავარ არხს“, – განაცხადა კახა კალაძემ.