კახა კალაძე - ფარული ჩანაწერების საქმეზე პასუხი უნდა აგოს ყველა იმ პირმა, ვინც დანაშაული ჩაიდინა
კახა კალაძე - ფარული ჩანაწერების საქმეზე პასუხი უნდა აგოს ყველა იმ პირმა, ვინც დანაშაული ჩაიდინა

ფარული ჩანაწერების საქმეზე დანაშაულის ჩამდენმა ყველა პირმა პასუხი უნდა აგოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი მეთოდებით შანტაჟი კატეგორიულად მიუღებელია.

„საზოგადოება, ხელისუფლება, ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი კიდევ ერთხელ შევთანხმდით, რომ ასეთი ქმედებები კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია. შესაბამისად, პასუხი უნდა აგოს ყველა იმ პირმა, ვინც დანაშაული ჩაიდინა“, – განაცხადა კალაძემ.

შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე დღეს 16 პირი დააკავა.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფარული ჩანაწერების საქმეზე მათი ორი აქტივისტია დაკავებული.