კახა კალაძე - „ევრონესტის“ ასამბლეაზე ოპოზიციის მხრიდან რეზოლუციაზე უარი ქვეყნის მტრობაზე მეტყველებს, ისინი ასრულებენ დავალებებს, რომლებიც  საქართველოს ინტერესებთან წინააღმდეგობაშია
კახა კალაძე - „ევრონესტის“ ასამბლეაზე ოპოზიციის მხრიდან რეზოლუციაზე უარი ქვეყნის მტრობაზე მეტყველებს, ისინი ასრულებენ დავალებებს, რომლებიც საქართველოს ინტერესებთან წინააღმდეგობაშია

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ევრონესტის“ ასამბლეაზე ოპოზიციის მხრიდან რეზოლუციაზე უარი ქვეყნის მტრობაზე მეტყველებს.

კალაძის თქმით, ეს ადამიანები ქვეყნის ინტერესებით არ მოქმედებენ.

„ისინი არიან ამ ქვეყნის მტრები. ეს ბევრ კონკრეტულ საქმეში გამოიხატა. ყველამ ვიცით, კაბინეტებში დარბოდნენ, თვითონ გამოიტანეს ეს ამბავი, რადგან ზოგიერთმა უხერხულობა იგრძნო, ამ ქვეყანაში ცხოვრობს თავისი ოჯახით, შვილებით და ყველას უნდა ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. იყვნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, რომლებიც დარბოდნენ, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. იგივე იყო ვიზალიბერალიზაციასთან, ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ეს ადამიანები ქვეყნის ინტერესებით არ მოქმედებენ. მათ ჰყავთ კონკრეტული პატრონები და ასრულებენ შესაბამის დავალებებს, რომლებიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ქართულ საქმესთან და საქართველოს ინტერესებთან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივაზე რეზოლუციის ინიცირება ვერ მოხერხდა ქართული ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის უარის გამო. ოპოზიციიდან დელეგაციაში შედიოდნენ: გიორგი ვაშაძე, გიორგი ბოტკოველი, ანა წითლიძე და თამარ კორძაია.