კახა კალაძე - ევროინტეგრაციის გზაზე თუ ვინმემ რაიმე ხელშესახები გააკეთა, ეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან ერთად
კახა კალაძე - ევროინტეგრაციის გზაზე თუ ვინმემ რაიმე ხელშესახები გააკეთა, ეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან ერთად

ევროინტეგრაციის გზაზე ვინმემ რამე წინ გადადგმული ნაბიჯი თუ განახორციელა და ხელშესახები გააკეთა, ეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, მის ხელისუფლებასთან ერთად, რომელსაც „ქართული ოცნება“  წარმოადგენს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი რეფორმების განხორციელებას გააგრძელებს.

„ყველაფერი, რასაც ევროინტეგრაციის ამ რთულ გზაზე მივაღწიეთ, 2012 წლის შემდგომ პერიოდს უკავშირდება. ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმების განხორციელებას. გავაგრძელებთ იმ ყველაფრის კეთებას, რაც კიდევ უფრო დაგვაახლოებს ევროპასთან და მოგვცემს შესაძლებლობას, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გავხდეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.