კახა კალაძე - საია-ს ჩემი განცხადება ეტყობა, სააკაშვილის განცხადებაში აერია
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მისთვის გაუგებარია საია-ს განცხადება.
„უბრალოდ გაუგებარია საიას განცხადება, თავად განცხადებაში საუბრობდა, რომ ეს კანონის დარღვევა არ არის, ამიტომ ჩემთვის ცოტა გაუგებარია მათი განცხადება. შეიძლება სააკაშვილის განცხადებაში აერიათ და მაგიტომ უნდოდათ ეთქვათ შემაშფოთებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საია-ს წარმომადგენლებმა დღეს აღნიშნეს, რომ კახა კალაძის მიერ კოორდინატორების მიმართ გაკეთებული მოწოდებები შემაშფოთებელია.