კახა კალაძე - ელექტროენერგიის ტარიფების ზრდის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ
ტარიფების ზრდის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა ჟურნალისტებს კითხვაზე, იგეგმება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა.
ამასთან, კალაძის თქმით, ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება.
„ელექტროენერგიის მოხმარების ნაწილში პრობლემები გვაქვს. ყოველწლიურად იზრდება მოხმარება და გვიწევს ელექტროენერგიის შემოტანა მეზობელი ქვეყნებიდან. ჩემი მინისტრობის დროს საინტერესო პროექტები განხორციელდა და მშენებლობის ტენდენცია უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც მან აღნიშნა, იმისთვის, რომ ელექტროენერგიის თვალსაზრისით საქართველო იყოს დამოუკიდებელი ქვეყანა და მეზობლებზე არ იყოს დამოკიდებული, არსებული რესურსი რაციონალურად უნდა იქნეს გამოყენებული.