კახა კალაძე - ეკოლოგია და ტრანსპორტი ჩვენს საარჩევნო პროგრამაშიც ერთ-ერთი პრიორიტეტია
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ის ინფრასტრუქტურული საკითხები, რომელიც NDI-ის მიერ გამოკითხულებმა მნიშვნელოვნად დაასახელეს, მათ საარჩევნო პროგრამაშიც პრიორიტეტულია.
„ეკოლოგია და ტრანსპორტთან დაკავშირებული საკითხები ჩვენს საარჩევნო პროგრამაშიც ერთ-ერთი პრიორიტეტია. ძირითადი მიზანი – ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაა. უკვე დავიწყეთ ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით.
მიზანია, რომ ოთხი წლის განმავლობაში სრულად ჩანაცვლდეს ყვითელი ავტობუსები. ასევ, მოგვარდეს საცობების პრობლემა. ეს მასშტაბურ და კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
NDI-ის კვლევით, კეთილმოწყობასთან/ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ სამ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად, რომელიც ქალაქს/სოფელს აწუხებს, გარემოს დაბინძურება – 42%, საგზაო მოძრაობა – 34% და საზოგადოებრივი ტრანსპორტი – 33% დასახელდა.