კახა კალაძე - ე.წ. სპეცოპერაცია, რაც ჰქონდათ დაგეგმილი სააკაშვილის შემოგდებით, ქვეყანაში არეულობა, არ გამოუვიდათ, პირველივე დღიდან დაიწყეს მოქმედება მის გასათავისუფლებად
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველაფერი, რაც დაგეგმილი იყო მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლით, ჩაფლავდა.
მისივე თქმით, არის მცდელობა, მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს, რაც ვერ მოხდება.
„თავიდანვე ვამბობდი, და ჩვენ ყველა ვამბობთ, რომ ჩაუფლავდათ ეს კამპანია, პირველივე დღიდან დაწყებული ყველაფერი, ე.წ. სპეცოპერაცია, რაც ჰქონდათ დაგეგმილი სააკაშვილის შემოგდებით, ქვეყანაში დაპირისპირება და არეულობა, ეს არ გამოუვიდათ. შესაბამისმა სამსახურებმა იმოქმედეს ძალიან მაღალ დონეზე. პირველივე დღიდან დაიწყო მოქმედება იმისკენ, რომ ყველაფერი გააკეთონ, რათა ის გათავისუფლდეს, მაგრამ ეს ვერ და არ მოხდება იმის გამო, რომ სააკაშვილი არ ჭამს და არ იღებს შესაბამის კალორაჟს“, – განაცხადა კახა კალაძემ.