კახა კალაძე - ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის მოწყობის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია
ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის მოწყობის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია, თუმცა თავად პროექტის საბოლოო ვერსია არ არსებობს, რადგან გარკვეული ცვლილებები შედის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, იქ იყო ადამიანებია გარკვეული ჯგუფი, მოთხოვნები იყო სხვადასხვა მიმართულებით, რომ უფრო მეტი მდელოები გაჩენილიყო.
„სხვადასხვა შესწორებები შედის. უახლოეს მომავალში იქნება პროექტის საბოლოო ვერსია წარმოდგენილი და გაგრძელდება მშენებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კითხვაზე, რა ბედი ელოდება „ლაგუნა ვერეს“ კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ეს კერძო ტერიტორიაა.
„დარწმუნებული ვარ, ადამიანი, ვისიც არის, მიხედავს ამ ტერიტორიას და იქნება ერთ-ერთი საუკეთესო“, – განაცხადა კახა კალაძემ.