კახა კალაძე - ძალიან საინტერესო, გასართობი სცენები გველოდება მომავალში, მთავარ როლში აუცილებლად ვიხილავთ ლევან ხაბეიშვილს
კახა კალაძე - ძალიან საინტერესო, გასართობი სცენები გველოდება მომავალში, მთავარ როლში აუცილებლად ვიხილავთ ლევან ხაბეიშვილს

ძალიან საინტერესო, გასართობი სცენები გველოდება მომავალში. მთავარ როლში აუცილებლად ვიხილავთ ლევან ხაბეიშვილს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

ჟურნალისტებმა კალაძეს კომენტარი სთხოვეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დღევანდელი განცხადების შესახებ, სადაც ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ „კალაძე გადასულია ფულის შოვნაზე და არ ერიდება რუსულ მოღალატეობრივ განცხადებებს“.

„ეგ თბილისშია კიდევ? არ შევარდნილა? საინტერესო ჯამბაზია. მე ვთქვი ამასთან დაკავშირებით, როდესაც არჩევნები მიმდინარეობდა და მხარს ვუჭერდი, დღესაც მხარს ვუჭერ. დაველოდოთ, ძალიან საინტერესო, გასართობი სცენები გველოდება მომავალში. მთავარ როლში აუცილებლად ვიხილავთ ლევან ხაბეიშვილს.

მე მეგონა, ეგ უკვე შევარდნილი იყო და მაგიტომ დავსვი ეგ შეკითხვა. ხომ ვარდებოდა და მეგონა, უკვე გორში იყო, შევარდნილი იყო კლინიკაში და თურმე არ ყოფილა“, – განაცხადა კახა კალაძემ.