კახა კალაძე - ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მოხდეს შეთანხება, რათა ქვეყანაში მდგომარეობა დამშვიდდეს და დასტაბილურდეს
კახა კალაძე - ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მოხდეს შეთანხება, რათა ქვეყანაში მდგომარეობა დამშვიდდეს და დასტაბილურდეს

ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ მოხდეს შეთანხება, რათა დამშვიდდეს და დასტაბილურდეს ქვეყანაში მდგომარეობა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„დარწუნებული ვარ, გარკვეული შეთანხმებები მიიღწევა. არის რაღაც საკითხები, რაც ჩვენს სახელმწიფოებრიობას ავნებს, მაგრამ შეთანხება არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“,- აღნიშნა კალაძემ.

კითხვაზე, რას ნიშნავს ის, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა მოლაპარაკებები გუშინ პროტესტის ნიშნად დატოვა, კახა კალაძე ამბობს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ოპოზიციის მხრიდან უფრო სერიოზული ფიგურები არიან და ნათელაშვილის შეფასებისგან თავს შეიკავებს.

„შალვა ნათელაშვილის შეფასებისგან თავს შევიკავებ. ოპოზიციის მხრიდან უფრო სერიოზული ფიგურები არიან წარმოდგენილი მოლაპარაკების მაგიდასთან. დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი“,- აღნიშნა კახა კალაძემ.