კახა კალაძე - ძალიან დამაზიანებელია, როცა ხდება ბავშვებში სიბინძურის პროპაგანდა, არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა დავუშვათ
როდესაც სიბინძურის პროპაგანდა ხდება, ამ ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი, ვისგანაც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა იყოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „მაკდონალდს საქართველოს“ მიერ „ჰეფი მილის“ პროგრამის ფარგლებში გამოცემულ ბროშურებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან დამაზიანებელია, როცა ხდება ბავშვებში სიბინძურის პროპაგანდა.
„პირველ რიგში, ჩვენ, მამებმა, დედებმა უნდა ამოვიღოთ ამაზე ხმა. აქ საუბარია პატარებზე და, შესაბამისად, ეს არის ძალიან დიდი სიბინძურე, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს და რომელი ქვეყნისგანაც არ უნდა მოდიოდეს. არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა დავუშვათ და არ უნდა მივცეთ პროპაგანდის შესაძლებლობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.