კახა კალაძე - ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ, შესაძლოა, საქართველო გამოყენებული იყოს სანქციების გვერდის ავლისთვის, ასეთი ფაქტები არ არსებობს
ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ, შესაძლოა, საქართველო გამოყენებული იყოს სანქციების გვერდის ავლისთვის, თუმცა ასეთი ფაქტები არ არსებობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძეს ჟურნალისტებმა კომენტარი სთხოვეს სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.
„ძალიან ბევრი მითქა-მოთქმაა, ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ, შესაძლოა, საქართველო გამოყენებული იყოს სანქციების გვერდის ავლისთვის, თუმცა ასეთი ფაქტები არ არსებობს. პირიქით, ჩვენ მაქსიმალურად განვიხილავთ. თუკი რაიმე ასეთი ფაქტი ეჭვის დონზე იქნება, რა თქმა უნდა, ამას ჩვენი მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.