კახა კალაძე - ჟურნალისტებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, მიუკერძოებელი მედიის არსებობა დემოკრატიული განვითარების წინაპირობაა
თბილისის მერი, კახა კალაძე მედიის წარმომადგენლებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
„ჟურნალისტებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს! მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, პროფესიონალი და მიუკერძოებელი მედიის არსებობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების წინაპირობაა. ამდენად, თქვენი თავისუფლება და პროფესიონალიზმი ნიშნავს თავისუფალ, სრულად ინფორმირებულ საზოგადოებას. გისურვებთ ღირსებით და პასუხისმგებლობით ემსახუროთ ქართულ ჟურნალისტიკას! წარმატებები!“, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე.
ჟურნალისტებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს! მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, პროფესიონალი და მიუკერძოებელი მედიის არსებობა…
Posted by Kakha Kaladze კახა კალაძე on Sunday, March 21, 2021