კახა კალაძე - „დინამო არენის“ ადმინისტრაციას როცა სარეაბილიტაციო პროექტი ექნება, ხელს შევუწყობთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სტადიონი გამართულად ფუნქციონირებდეს
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, „დინამო არენის“ სტადიონი გამართულად ფუნქციონირებდეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
კითხვაზე, მიმართა თუ არა „დინამო არენის“ ადმინისტრაციამ თბილისის მერიას რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ რაიმე სახის ნებართვაზე, კახა კალაძის თქმით, მიმართვის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მხრიდან ხელშეწყობა იქნება.
„პროექტი როდესაც მზად იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ. მართლაც მნიშვნელოვანია „დინამო არენის“ სტადიონის გამართულად ფუნქციონირება, რადგან ძალიან ბევრ გულშემატკივარს იტევს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.