კახა კალაძე - დიდი ზემოქმედების მიუხედავად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მშვიდობა იყოს, რადგან ეს ჩვენს ქვეყანას და ხალხს სჭირდება
დიდი ზემოქმედების მიუხედავად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მშვიდობა იყოს, რადგან ეს ჩვენს ქვეყანას და ხალხს სჭირდება, – ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძეს ჟურნალისტებმა ომის შესახებ ოპოზიციის განცხადებებისა და ნაბიჯების შეფასება სთხოვეს.
კალაძის თქმით, საზოგადოება ხედავს ოპოზიციის რიტორიკას.
„მგონი, საზოგადოება ხედავს ოპოზიციის რიტორიკას, განცხადებებს, თუნდაც ომთან დაკავშირებით, თუნდაც ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. ჩვენთვის ყველაზე მთავარია, მოვუსმინოთ ქართველ ხალხს და გადავდგათ ის ნაბიჯები, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ძალიან დიდი ზემოქმედების მიუხედავად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იყოს მშვიდობა, რადგან ეს, უპირველესად, ჩვენს ქვეყანასა და ხალხს სჭირდება“, – აღნიშნა კალაძემ.