კახა კალაძე - დღევანდელი დღე არის სიცოცხლის, სიყვარულის, სიკეთის ზეიმი
კახა კალაძე - დღევანდელი დღე არის სიცოცხლის, სიყვარულის, სიკეთის ზეიმი

საშობაო ალილოს მონაწილეებს თბილისში, პარლამენტის შენობასთან თბილისის მერი კახა კალაძე დახვდა.

თბილისის მერმა დღესასწაული მიულოცა მათ, ვინც დღეს შობას აღნიშნავს. კალაძემ ალილოს მონაწილეებს ტკბილეული გადასცა.

„სრულიად საქართველოს მინდა მივულოცო შობის დღესასწაული. მინდა ასევე ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ქვეყნის გარეთ იმყოფებიან მათაც მივულოცო და ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს აღნიშნავს შობას. დღევანდელი დღე არის სიცოცხლის, სიყვარულის, სიკეთის ზეიმი და სრულიად საქართველოს, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს“,- განაცხადა კალაძემ.

ალილოს მსვლელობის მონაწილეებს შობის დღესასწაული მიულოცეს პარლამენტის წევრებმაც. მეალილოებს პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ტკბილეული გადასცეს.