კახა კალაძე - ჩემი განცხადებები იყო პასუხი იმ სიბინძურეზე, ცილისწამებაზე, რომელსაც კადრულობდა ზოგიერთი ევროპარლამენტარი
ჩემი განცხადებები იყო პასუხი იმ სიბინძურეზე, იმ ცილისწამებაზე, რომელსაც კადრულობდა ზოგიერთი ევროპარლამენტარი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, კალაძემ განაცხადა, რომ სტატუსს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.
მისი თქმით, დღეს ქვეყანას რომ აქვს კანდიდატის სტატუსი, არის ხალხის დამსახურება და იმ გუნდის, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია“
„ჩემი განცხადებები თუ გახსოვთ, მაშინ ისიც უნდა გახსოვდეთ, რა შეურაცხყოფას გაყენებდათ თქვენ, რადგან თქვენ საქართველოს მოქალაქე ხართ, ყველა საქართველოს მოქალაქეები ვართ და საქართველოს ხელისუფლება იცავდა ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების თითოეულის ღირსებას და ის, რომ დღეს ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ეს არის ხალხის დამსახურება და იმ გუნდის, რომელსაც „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია“, – განაცხადა კალაძემ.