კახა კალაძე - დღეს ქვეყანაში არანაირი ზღვარი არ არსებობს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, პირდაპირ უცხოეთიდან ხდება ოპოზიციური სპექტრის დაფინანსება
„დემოკრატიის ფესტივალი“ უბრალოდ შეფუთულია დემოკრატიის ფესტივალად, სახელი დაარქვეს, რეალურად, ეს არის წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც დანიის მთავრობისგან ფინანსდება, სამწუხაროა ეს ყველაფერი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, დღეს ქვეყანაში არანაირი ზღვარი არ არსებობს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის.
„პირდაპირ, ღიად უცხოეთიდან, სახელმწიფოებიდან ხდება ოპოზიციური სპექტრის დაფინანსება. წარმოუდგენელია, ასეთი რამ ევროპულ ქვეყნებში რომ მოხდეს, პირველი რაც გაკეთდებოდა, იმ ქვეყნის ელჩი, საიდანაც ხდება თანხების შემოსვლა, დაფინანსება, გაძევებული იქნებოდა. შესაბამისად, ალბათ საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიბაროს იმ ქვეყნის ელჩი, საიდანაც ხდება აღნიშნული თანხების გადმორიცხვა და პირდაპირ საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. რა დემოკრატიაზეა საუბარი, ღიად ხდება ქვეყნის შიდა საქმეებსა და წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევა“, – განაცხადა კალაძემ.