კახა კალაძე - დღეს ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი აღნიშნავს მაცხოვრის შობას, სიმშვიდისა და ბედნიერების დასაწყისი ყოფილიყოს ყველასთვის ეს ჯადოსნური ღამე
ბევრი თბილისური ოჯახი ზეიმობს სიკეთის, იმედისა და სიყვარულის დღესასწაულს, ვულოცავ ყველას, -ამის შესახებ აღნიშნულია დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მილოცვაში.
„დღეს ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი აღნიშნავს მაცხოვრის შობას. ამაღამ ბევრი თბილისური ოჯახი ზეიმობს სიკეთის, იმედისა და სიყვარულის დღესასწაულს. შობა-ახალი წლის საზეიმო განწყობა გვავიწყებს ამ მძიმე წლის პრობლემებს, გვათბობს და გვამხნევებს. ვულოცავ ყველას აქ – დედაქალაქში და ჩვენი ლამაზი ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში! აგრეთვე, ვულოცავ ჩემს მეგობრებს უკრაინასა თუ იტალიაში, ამ ყველასთვის საყვარელ ზეიმს! სიმშვიდისა და ბედნიერების დასაწყისი ყოფილიყოს ყველასთვის ეს ჯადოსნური ღამე. გილოცავთ“, – აღნიშნავს კახა კალაძე.