კახა კალაძე დეპუტატ ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
კალაძე უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს.
„ძალიან მიმძიმს, სამძიმრის სიტყვები მივუძღვნა მეგობარს, თანაგუნდელს, თანამებრძოლს, საუკეთესო ადამიანს – ირაკლი ხახუბიას.
ირაკლის სახით, მე დავკარგე საიმედო და ერთგული მეგობარი, რომლისთვისაც ღირსება და ქვეყნის სიყვარული იყო უპირველესი.
ვუსამძიმრებ ირაკლის ოჯახის წევრებს, მის მეგობრებს, კოლეგებს, მთელ საქართველოს!“, – წერს კახა კალაძე.
ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია დღეს საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.