კახა კალაძე - დედაქალაქის მუნიციპალიტეტი სრულ მზადყოფნაშია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ველოდებით რეკომენდაციებს
კახა კალაძე - დედაქალაქის მუნიციპალიტეტი სრულ მზადყოფნაშია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ველოდებით რეკომენდაციებს

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები არიან სრულ მზადყოფნაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ველოდებით დარგის სპეციალისტების მხრიდან მითითებებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საუბარია ადამიანის ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე, სიცოცხლეზე და აუცილებელია რეკომენდაციების გათვალისწინება.

„დედაქალაქის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები არიან სრულ მზადყოფნაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ველოდებით დარგის სპეციალისტების მხრიდან მითითებებს. აქ საუბარია ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე, სიცოცხლეზე. არ უნდა გაგვათამამოს ამ შეზღუდვების მოხსნამ და იმან, რომ ნელ-ნელა ცხოვრების ჩვეულ რიტმს ვუბრუნდებით. შესაბამისად, როდესაც მოგვცემენ მითითებას, რომ დაიწყოს საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა, როგორ უნდა დაიწყოს, როგორ უნდა იყოს ეს ყველაფერი გაკეთებული, მაშინვე იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ რეკომენდაციებს, რომ დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოება“, – განაცხადა კახა კალაძემ.