კახა კალაძე - დაველოდებით დეკემბერს, მინდა, მჯეროდეს, რომ არ იქნება უსამართლო გადაწყვეტილება მიღებული და კიდევ არ დაიჩაგრება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა
კახა კალაძე - დაველოდებით დეკემბერს, მინდა, მჯეროდეს, რომ არ იქნება უსამართლო გადაწყვეტილება მიღებული და კიდევ არ დაიჩაგრება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები თავიანთი ქმედებებით და კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით ეწინააღმდეგებიან, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენმა ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ქვეყნის ევროინტეგრაციისა და ევროპული მომავლის მტრები არიან.

„ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, როდესაც ვიზალიბერალიზაციის პროცესი მიდიოდა, დარბოდნენ კაბინეტებში, რომ არ მიეღოთ აღნიშნული გადაწყვეტილება. იგივე იყო ასოცირების გაფორმების დროს და იგივე ხდება დღეს. საქართველო მართლა იმსახურებდა აღნიშნულ სტატუსს, თუ მართლა რომელიმე ქვეყანას აქვს კარგი მაჩვენებლები, წინ გადადგმული ნაბიჯები, ეს იყო ჩვენი ქვეყანა, საუკეთესო იყო და თავადვე აღნიშნეს, რომ საქართველოსთან მიმართებაში უსამართლო გადაწყვეტილება იყო მიღებული. გასაგებია, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მიღებული და მოგვცეს ეს 12-პუნქტიანი გეგმა. ამ 12-პუნქტიან გეგმასაც ვასრულებთ ზედმიწევნით, რომ ვინმეს სალაპარაკო არ დარჩეს. დაველოდებით დეკემბერს. მინდა, მჯეროდეს, რომ არ იქნება უსამართლო გადაწყვეტილება მიღებული და კიდევ არ დაიჩაგრება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა“, – აღნიშნა კალაძემ.