კახა კალაძე - დათო ნარმანიას ძალიან რთული მემკვიდრეობა დახვდა და განხორციელებული პროექტები მართლაც შთამბეჭდავია
დათო ნარმანიას ძალიან რთული მემკვიდრეობა დახვდა, ძალიან რთული იყო გარკვეული რეფორმების გატარება, თუმცა ის პროექტები, რაც იქნა განხორციელებული, მართლაც შთამბეჭდავია, – განაცხადა თბილისის ახლად არჩეულმა მერმა კახა კალაძემ დავით ნარმანიას სამწლიანი ანგარიშის წარგდენის შემდეგ.
მისივე თქმით, შეუძლებელი იყო სამი წლის განმავლობაში ყველა პრობლემის მოგვარება, შესაბამისად, მერიის ახალ ხელმძღვანელობას მოტივაცია აქვს, რომ მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელოს.
“ჩვენ ვნახეთ ის პროექტები, რომელიც მოკლე დროში, სამი წლის განმავლობაში იქნა განხორციელებული. მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ დათოს ძალიან რთული მემკვიდრეობა დახვდა, ძალიან რთული იყო გარკვეული რეფორმების. გატარება, თუმცა ის პროექტები, რაც იქნა განხორციელებული, მართლაც შთამბეჭდავია. პრობლემები არსებობს, ამაზე ღიათ ვსვაუბრობდით წინასაარჩევნო კამპანიის დროს და იმის ილუზია არავის არ ჰქონდა, რომ სამი წლის განმავლობაში შესაძლებელი იყო ყველა პრობლემის მოგვარება. ეს არის ის, რაც ბოლო 20-25 წლის განმავლობაში გროვდებოდა. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ენერგია, მოტივივაცია, რომ მიმდევნო ოთხი წლის განმავლობაში განვახორციელოთ მნიშვნელოვანი პროექტები დედაქალაქისთვის, რომლითაც თბილისელები იქნებიან კმაყოფილები“, – განაცხადა კახი კალაძემ.