კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, არსებობენ პარტიები თუ პოლიტიკოსები, ვისაც სურვილი აქვს პარლამენტში შემოსვლის, ისინი არ უნდა შეეგუონ სააკაშვილის მძევლად ყოფნას
დარწმუნებული ვარ, არსებობენ ისეთი პოლიტიკური პარტიები თუ პოლიტიკოსები, ვისაც აქვს სურვილი პარლამენტში შემოსვლის, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათ უნდა გადალახონ და არ უნდა შეეგუონ სააკაშვილის მძევლად ყოფნას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი მზად არის, საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართოს.
„ბარიერთან დაკავშირებით ჩვენ ღიად ვსაუბრობდით და განცხადებაც არის გაკეთებული, რომ ნულიდან სამ პროცენტამდე ავწევთ, ეს განცხადება ფასილიტატორ ელჩებთან იქნა გაკეთებული, შესაძლებელია ამაზე მსჯელობა, რომ სამომავლოდ დაიხვეწოს საარჩევნო სისტემა თავისი ბარიერით. „გირჩის“ შემოსვლასთან დაკავშირებით, ჩვენ გაგვიხარდება ყველა პოლიტიკოსის თუ პარტიის შემოსვლა, ვისაც ჰქონდა საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა და თანადგომა. დარწმუნებული ვარ არსებობენ ისეთი პოლიტიკური პარტიები თუ პოლიტიკოსები, ვისაც აქვს სურვილი პარლამენტში შემოსვლის, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათ უნდა გადალახონ და არ უნდა შეეგუონ სააკაშვილის მძევლად ყოფნას“, – განაცხადა კალაძემ.