კახა კალაძე - დაგეგმილია როგორც მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა პარკინგების მშენებლობა
დაგეგმილია როგორც მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა პარკინგების მშენებლობა. ზოგადად, პარკირების სისტემა მოსაწესრიგებელია, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით დაგეგმილია მთელი რიგი ცვლილებები, თუმცა ორ თვეში ამ ყველაფრის მოწესრიგება შეუძლებელია.
„ტრანსპორტსა და სატრანსპორტო პოლიტიკას რაც შეეხება, უკვე გავაკეთეთ განცხადებები, რას ვგეგმავთ ამ მიმართულებით, რას ვაპირებთ. დაგეგმილია როგორც მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა პარკინგების მშენებლობა. ზოგადად, პარკირების სისტემა მოსაწესრიგებელია. დაწყებულია მუშაობა, მოგახსენებთ, როცა გვექნება დამთავრებული და შემუშავებული გეგმა“, – განაცხადა კახა კალაძემ.