კახა კალაძე ცილისწამებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებების შესაძლო შეტანას მიესალმება
ცილისწამებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებების შესაძლო შეტანას თბილისის მერი კახა კალაძე მიეალმება.
კალაძის თქმით, ე.წ. ფეიქ ნიუსები ბევრ ევროპულ ქვეყანაში პრობლემას წარმოადგენს და მას ბევრი განვითარებული ქვეყანა ებრძვის.
მისი თქმით, საჭიროა არასამთავრობო სექტორის ჩართულობით გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები და მოხდეს ცვლილებების განხორციელება.
„ცილისწამებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებების შესაძლო შეტანას მივესალმები. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორის ჩართულობა. განვითარებულ ქვეყნებში სერიოზული ბრძოლაა გამოცხადებული ე.წ ფეიქ ნიუსებზე, ცილისწამებაზე. საფრანგეთმა, მაგალითად კონკრეტული ნაბიჯები გადადგა. გერმანიაც მუშაობს ამ მიმართულებით და ჩვენც, რა თქმა უნდა, ერთიანი ძალისხმევით უნდა შევძლოთ ამ პრობლემას გავუმკლავდეთ“, – განაცხადა კალაძემ.
სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ცილისწამების შესახებ მიღებული უნდა იყოს ისეთი კანონი, რომელიც დაიცავს ადამიანის ღირსებას და არ შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას.