კახა კალაძე - ჩვენთვის მთავარია, საპრეზიდენტო კანდიდატი არ განეკუთვნებოდეს რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას
ჩვენთვის მთავარია, კანდიდატი იყოს დამოუკიდებელი და არ განეკუთვნებოდეს რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით აუცილებლად გაკეთდება განცხადება.
„ჯერ დრო არის, ვუყურებთ ზოგადად კამპანიას, აქტიურ ფაზაში არ არის შესული. ვნახოთ, შეიძლება, სხვა კიდევ ბევრი დამოუკიდებელი კანდიდატი დარეგისტრირდეს. ჩვენთვის მთავარია, რომ კანდიდატი იყოს დამოუკიდებელი და არ განეკუთვნებოდეს რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას”, – განაცხადა კახა კალაძემ.