კახა კალაძე - ჩვენი ქალაქი უნდა იყოს ყველაზე სუფთა, დარწმუნებული ვარ, მოსახლეობა მხარს აგვიბამს
ჩვენი ქალაქი უნდა იყოს ყველაზე სუფთა, დარწმუნებული ვარ, მოსახლეობა მხარს აგვიბამს – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძემ საგაზაფხულო სამუშაოებთან დაკავშირებით დავალებები გასცა.
„მინდა შევეხო საგაზაფხულო სამუშაოების დაწყების საკითხს. მინდა, დავავალო მერის მოადგილეს, მაია ბითაძეს, შესაბამისი კონტროლი გაუწიოს საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს და მიმდინარე კვირასვე აქტიურად დაიწყოს გამწვანების, ქუჩების მორეცხვის სამუშაოები და ასევე, „თბილსერვის ჯგუფის“ ხემძღვანელ ლევან ჯღარკავას ვავალებ, რომ მასშტაბური სამუშაოების განხორციელება დავიწყოთ.
დავიწყოთ ცენტრალური ქუჩებით და რა თქმა უნდა, ყველა რაიონში გადავიდეთ. ჩვენი ქალაქი უნდა იყოს ყველაზე სუფთა, დასუფთავებული. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობა მხარს აგვიბამს და შემოგვიერთდება ამ ღონისძიებებში.
ასევე, მინდა გთხოვოთ, რომ სხვა ფორმირების სამუშაოები ისე დაგეგმოთ, რომ მოძრაობა არ შევაფერხოთ და სამუშაოები რაც შეიძლება მალე იყოს განხორციელებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.