კახა კალაძე - ჩვენი მონაცემებით, ყველა ოლქში ლიდერობს ჩვენი კანდიდატი, თუ რომელიმე ოლქში იქნება მეორე ტური, ამაშიც ვერ ვხედავთ პრობლემას
მონაცემებით, რომლებიც მოგვდის საარჩევნო უბნებიდან, ყველა ოლქში ლიდერობს ჩვენი კანდიდატი, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განუცხადა.
„რამდენიმე საათში გვექნება საერთო სურათი და ვნახავთ, იქნება თუ არა საჭირო მეორე ტური. თუმცა იმ მონაცემებით, რაც ჩვენ მოგვდის საარჩევნო უბნებიდან, ყველა ოლქში ლიდერობს ჩვენი კანდიდატი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, თუ რომელიმე ოლქში იქნება მეორე ტური, მმართველი გუნდი ამაშიც ვერ ხედავს პრობლემას.
„ესეც დემოკრატიის ნაწილია. საკმაოდ მაღალი, 50-პროცენტიანი ბარიერი არჩევნებზე სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ შემოიღო და ეს წინ გადადგმული ნაბიჯია“, – განაცხადა კახა კალაძემ.