კახა კალაძე - ჩვენი გუნდის საარჩევნო სია დაკომპლექტებულია ადამიანებით, რომელთაც რაც ყველაზე მთავარია, ქვეყნის სიყვარული და პატიოსნება აქვთ
კახა კალაძე - ჩვენი გუნდის საარჩევნო სია დაკომპლექტებულია ადამიანებით, რომელთაც რაც ყველაზე მთავარია, ქვეყნის სიყვარული და პატიოსნება აქვთ

ჩვენი გუნდის საარჩევნო სია დაკომპლექტებულია წარმატებული, პროფესიონალი ადამიანებით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, მათ აქვთ ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი და პატიოსნება.

„ჩვენი გუნდის საარჩევნო სია დაკომპლექტებული არის წარმატებული, პროფესიონალი ადამიანებით. ყველაზე მთავარი – მათ აქვთ ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი და პატიოსნება. შესაბამისად, ერთადერთი პოლიტიკური ძალა არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომელიც მოახლოებულ არჩევნებს კონსტიტუციური უმრავლესობით მოიგებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.