კახა კალაძე - ჩვენი ეროვნული ნაკრების წარმატებამ გაახარა მთელი ქვეყანა, საბოლოო გამარჯვებას ერთი ნაბიჯი გვაშორებს
კახა კალაძე - ჩვენი ეროვნული ნაკრების წარმატებამ გაახარა მთელი ქვეყანა, საბოლოო გამარჯვებას ერთი ნაბიჯი გვაშორებს

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ბელარუსთან გამარჯვებას ულოცავს.

„გამარჯვებას გილოცავ საქართველო! ჩვენი ეროვნული ნაკრების წარმატებამ გაახარა მთელი ქვეყანა. საბოლოო გამარჯვებას ერთი ნაბიჯი გვაშორებს.

ვულოცავ ქართველ ფეხბურთელებს! ვულოცავ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს!  იმედი მაქვს საქართველოს ეროვნული ნაკრები კიდევ არაერთხელ გაგვახარებს. მატჩი საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებს შორის, საქართველოს გამარჯვებით დასრულდა“,- წერს კალაძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პლეიოფის ნახევარფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ბელარუსის ნაკრები 1:0 დაამარცხა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 12 ნოემბერს საშინაო არენაზე ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს ნაკრებების წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.